logo_geo
eng_logo
ხვალ გახდება ცნობილი, დადასტურდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა
- +

3 იანვარი. 2021. 19:37

 

 

 

საქართველოში სამი შტამი იყო საეჭვო, ამ სამიდან ორი უარყოფილია, არ დადასტურდა, ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისთვის უკვე იქნება საბოლოო შედეგი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

 

„ახალი შტამი ყველგან არის, არა მხოლოდ თურქეთში, სხვადასხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ახალი შტამები ბევრ ქვეყანაშია უკვე აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ამ ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, ამიტომაც უფრო გადამდებია. უკვე არსებული შტამებისგან სიმძიმით არ განსხვავდება“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner