logo_geo
eng_logo
ოდესის აეროპორტში ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს
- +

3 იანვარი. 2021. 21:04

 

 

უკრაინაში ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი მესაზღვრეებმა ოდესის აეროპორტში დააკავეს, სადაც ბელარუსიდან ჩავიდა.

 

მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის გამოც მესაზღვრეები უკან დაბრუნებას უპირებდნენ, თუმცა მინდია გორაძე თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. ჯერჯერობით ის ოდესის აეროპორტში რჩება.

 

საერთაშორისო ძებნილი ლავასოღლი, რომელსაც საქართველოში ორჯერ 10 და 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, ბელარუსში თურქეთიდან 2020 წლის ივნისში ჩავიდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner