უკრაინაში ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი მესაზღვრეებმა ოდესის აეროპორტში დააკავეს, სადაც ბელარუსიდან ჩავიდა.
მას პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის გამოც მესაზღვრეები უკან დაბრუნებას უპირებდნენ, თუმცა მინდია გორაძე თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. ჯერჯერობით ის ოდესის აეროპორტში რჩება.
საერთაშორისო ძებნილი ლავასოღლი, რომელსაც საქართველოში ორჯერ 10 და 12-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი, ბელარუსში თურქეთიდან 2020 წლის ივნისში ჩავიდა.