logo_geo
eng_logo
დიმა ჯაიანი: მოლაშვილის სიკვდილი სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრებზეა
- +

5 ივლისი. 2016. 16:58


„სულხან მოლაშვილის სიკვდილი სააკაშვილის და მისი გუნდის მხრებზეა. ამას ვაცხადებ მე, დიმა ჯაიანი", - ამბობს გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მეგობარი, მსახიობი დიმა ჯაიანი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საპყრობილისკენ მიმავალ გზაზე მოლაშვილს შეხვდა.


დიმა ჯაიანი პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს. დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საპყრობილისკენ მიმავალ გზაზე მოლაშვილი შეხვდა, რომელიც, მისი თქმით, უკვე ნაწამები იყო.


„ორ ბადრაგთან ერთად იჯდა სულხანი. სულხან, რა გჭირს-მეთქი, ვკითხე. ხმას არ იღებდა, თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, ვთხოვდი, ეთქვა, რა სჭირდა. თურმე ზურგზე სიგარეტი უკვე 4 სანტიმეტრით მის ზურგში ჰქონდათ შეყვანილი და შეხვეული ჰქონდა, წამება უკვე დაწყებული ჰქონდათ, რაც ძალიან აწუხებდა. რომ არა დავით მირცხულავა, რომელზეც ლეგენდები დადიოდა, სულხანი ციხეში გარდაცვლილი იქნებოდა", - ამბობს დიმა ჯაიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner