NYT: რუსი ჰაკერების კიბერშეტევა აშშ-ის 250-ზე მეტ სახელმწიფო უწყებასა და კომპანიას შეეხო
-
+
4 იანვარი. 2021. 01:35
სავარაუდოდ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერშეტევა აშშ-ის 250-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებასა და მსხვილ კომპანიას შეეხო. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ჰაკერებმა რამდენიმე ათეულ კომპანიასა და უწყებას შეუტიეს, თუმცა მონაცემები მას შემდეგ შეიცვალა, რაც Amazon-მა და Microsoft-მა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს.
დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურ უწყებებსა და კორპორაციებზე კიბერშეტევა სულ მცირე 2020 წლის გაზაფხულიდან გრძელდებოდა. მთავარი ეჭვმიტანილი დაჯგუფება Cozy Bear გახდა, რომელსაც რუსეთის დაზვერვის საგარეო სამსახურს უკავშირებენ. რუსი ჰაკერების წარუმატებელი შეტევის შესახებ კომპანია CrowdStrike-შიც განაცხადეს, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში მუშაობს. მათი მონაცემებით, ჰაკერებმა სხვადასხვა უწყების სისტემაში შეღწევა კომპანიის მეშვეობით სცადეს, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას Microsoft Office 365 ყიდის. 31 დეკემბერს Microsoft-ში განაცხადეს, რომ ჰაკერებმა კომპანიის პროგრამული კოდი მოიპოვეს, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა ვერ მოახერხეს.
წყარო :