logo_geo
eng_logo
სამეგრელოს პოლიციამ აბაშის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

4 იანვარი. 2021. 11:59

 

 

სამეგრელოს პოლიციამ აბაშის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1973 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ზ.დ. გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner