logo_geo
eng_logo
კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა
- +

4 იანვარი. 2021. 12:48

 

 

აშშ-ის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. კამალა ჰარისის თქმით, გავრცელებული ჩანაწერი მოწმობს, რომ ტრამპი ჯორჯიის შტატის მდივან, ბრედ რაფენსპერგერზე ზეწოლას ახდენს, რომლის მიზანი აღნიშნულ შტატში არჩევნების შედეგების შეცვლაა.

 

„ყველამ მოუსმინეთ ამ ჩაწერილ საუბარს? ეს ნამდვილად იყო სასოწარკვეთის ძახილი, პირველ რიგში ეს იყო. ეს ასევე იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების აშკარა ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა კამალა ჰარისმა ჯორჯიის შტატში გამართულ შეხვედრაზე.

 

„ვაშინგტონ პოსტმა“ 3 იანვარს გაავრცელა ამერიკის ლიდერის საუბრის აუდიოჩანაწერი ჯორჯიის შტატის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა, რომ ჯორჯიის შტატის მდივანმა არჩევნებში მის სასარგებლოდ მიცემულ ხმათა საკმარის რაოდენობას „მიაგნოს“, რაც დაამტკიცებს, რომ ჯორჯიის შტატში არჩევნები სწორედ მან მოიგო და არა მისმა კონკურენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/kamala-harisma-donald-trampi-dzalauflebis-borotad-gamoyenebashi-daadanashaula/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner