თურქეთში 80-საათიანი კომენდანტის საათი დასრულდა, - ამის შესახებ Anadolu წერს.
გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ მოქმედებდა, 4 იანვარს, დილის 05:00 საათზე დასრულდა.
თურქეთის პრეზიდენტმა კომენდანტის საათის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში განაცხადა და მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირება დაასახელა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი შაბათ-კვირას კვლავ განახლდება.
თურქეთში ამ დრომდე კოვიდინფიცრების 2.24 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს ქვეყანაში 21 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/covid19/180035/turqetshi-komendantis-saati-dasrulda