„საკმარისია! თუ ერთად არ დავდექით, ხმა არ ამოვიღეთ, ცალ-ცალკე ისე ამოგვხდიან სულს, რომ დამტირებელიც არ გვეყოლება",- ამ სიტყვებით შეაფასა „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული სააკაშვილის და ადეიშვილის საუბარი, რომელშიც ნათქვამი იყო რომ სულხან მოლაშვილს სულ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი.
„საკმარისია! თუ ერთად არ დავდექით, ხმა არ ამოვიღეთ, ცალ-ცალკე ისე ამოგვხდიან სულს, რომ დამტირებელიც არ გვეყოლება. ხომ ხედავთ, ნელ-ნელა გვწყვეტენ. სააკაშვილმა და ადეიშვილმა წადილი აისრულეს! კიდევ აქვს ვინმეს ეჭვი „ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობაზე?! როდის უნდა მივხვდეთ, რომ ნაციონალების მოსაშორებლად რევოლუცია გვჭირდება?! დამბლადაცემულებივით ვართ გაშეშებული და ერთმანეთის განადგურებას ისე ვუყურებთ, როგორც პირუტყვი.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სულხანის სიკვდილი შერჩეთ მტრებს",- განაცხადა კვიციანმა.