logo_geo
eng_logo
საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
- +

4 იანვარი. 2021. 14:59

 

 

საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ეს ოთხი ადამიანი საბერძნეთში დიდი ბრიტანეთიდან ახლახან დაბრუნდა. ამჟამად, ისინი კარანტინში იმყოფებიან“, - განაცხადეს საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 140 099 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 957 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

 

19 დეკემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოავლინეს.

 

წყარო:
https://imedinews.ge/ge/covid19/180017/saberdznetshi-koronavirusis-akhali-shtamit-inpitsirebis-pirveli-shemtkhvevebi-gamovlinda

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner