logo_geo
eng_logo
ზაზა წერეთელი: გამოიკვეთა, რომ ახალი შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან
- +

4 იანვარი. 2021. 19:41

 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის, ზაზა წერეთლის განცხადებით,  ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის ახალი ფორმით, უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. ამის შესახებ ზაზა წერეთელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„ახლა აღმოჩნდა, რომ ამ შტამით უფრო მეტად 19 წლამდე ახალგაზრდები და ბავშვები ინფიცირდებიან. რადგანაც ბავშვები უფრო ადვილად ინფიცირდებიან, შესაბამისად, ბავშვებს უფრო მეტი კონტაქტი აქვთ ოჯახში და ამიტომ ამან შეიძლება ოჯახებში დაინფიცირების გაზრდა გამოიწვიოს.

 

ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს იმის გამო, რომ ეს გაზრდის დაინფიცირებულთა რაოდენობას და დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა, (არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მძიმე შემთხვევები) გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემაზე დაწოლა გაიზრდება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner