logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: „ღმერთმა დაიფაროს, ეს ჯგუფი მოვიდეს ხელისუფლებაში, თორემ ქვეყანას მიწასთან გაასწორებენო"
- +

5 ივლისი. 2016. 17:53


ჟურნალისტი და „ექსკლუზივ ნიუსის" რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:



ინტერვიუ, რომელიც ჩავწერე სულხანთან, სწორედ ეს ფოტო გამოვიყენე.. გაზეთ ახალ თაობასთან" ინტერვიუში... 2000 წელი იყო... ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა გიორგი უძილაურმა შემახვედრა ბატონ სულხანს... საკმაოდ სერიოზული მასალები მომაწოდა .. რეფორმატორების" საქმიანობის შესახებ... ერთ-ერთი რეფორმატორი" და ლიდერი მაშინ მიხეილ სააკაშვილი იყო.... ინტერვიუს დასრულებისთანავე, ბოლოს, როცა დავემშვიდობე, კარგად მახსოვს მისი სიტყვები... ღმერთმა დაიფაროს, დარეჯან, ოდესმე ეს ჯგუფი რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, თორემ დაბეჯითებით ვიცი, რომ ქვეყანას მიწასთან გაასწორებენო"... ამასვე აცხადებდა ის საჯაროდ ინტერვიუშიც...

ამ სურათზე ჩანს კიდეც, ის ბედნიერია, კონტროლის პალატის თავმჯდომარე გახლდათ, ბედნიერი მამა და ბედნიერი ქართველი კაცი იყო... სწორედ ასეთი მინდა დამამახსოვრდეს სულხანი და არა ისეთი, როგორიც მიდის ამქვეყნიდან, მიშას ჯალათებისგან ნაწამები და სულიერად დასახიჩრებული სულხან მოლაშვილი!!!

მსუბუქი იყოს შენთვის დაყრილი სამშობლოს მიწა და უფალმა დაგიმკვიდროს მუდმივი სასუფეველი, ამინ!" - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner