logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ერთადერთი, რაც დღემდე მაცოცხლებს, არის შინაგანი რწმენა ჩემი და მამაჩემის სიმართლისა
- +

5 იანვარი. 2021. 00:27

 

„ალბათ, ერთადერთი, რაც დღემდე მაცოცხლებს, არის შინაგანი რწმენა ჩემი და მამაჩემის სიმართლისა“, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდან შარაძემ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ის მართალი იყო ყველასთან, ხოლო მკვლელობის ოფიციალური მოტივი თავიდანვე აბსურდული გახლდათ. სწორედ სიმართლის რწმენა მაძლიერებს, ხალხის სიყვარული და ნდობა კი სიცოცხლის ძალას მმატებს. ის ღირებულებები და ეროვნული, სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, რისთვისაც მამა იბრძოდა, სიამაყის განცდას ბადებს ჩემში. მიუხედავად იმ ტანჯვისა, რაც გავიარე და, ალბათ, სიკვდილამდე ამ გზით მომიწევს სიარული გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ, რადგან ვარ მამაჩემისა და დედაჩემის შვილი, მყავდა საუკეთესო ძმები, მყავს შვილი და ძმისშვილები და მაიმედებს მათი მომავალი“, - აცხადებს შარაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner