logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: სააკაშვილმა ან იყიდა, ან მთლიანად გაანადგურა ოპოზიცია - კონსტიტუციას სურვილისამებრ ცვლიდა
- +

5 იანვარი. 2021. 03:05

 

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე 2011 წლიდან დღემდე შვეიცარიაში, ჟენევაში ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად, თუმცა გულისყური მუდმივად აქეთ, სამშობლოსკენ აქვს. შარაძე „კვირის პალიტრას“ ესაუბრა.

 

„შვეიცარიაში, კერძოდ ჟენევაში, პირველად 1998 წელს ჩამოვედი მამასთან ერთად, 2006 წელს კი უკვე სასწავლებლად გადავწყვიტე წამოსვლა. თბილისში დავტოვე ოჯახი. სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ 2007 წლის 20 მაისს მამაჩემი მოკლეს... უმძიმესი წლები გამოვიარე, თან საქართველოში უნდა მებრძოლა, თან ჟენევაში მესწავლა და ჩემი შრომით თავიც მერჩინა. მარტოობის განცდა ცალკე ამბავია... ასე მოვედი 2010 წლის შემოდგომამდე, როდესაც საქართველოში სამართლის პოვნის იმედი გადამეწურა – სააკაშვილმა ან იყიდა, ან მთლიანად გაანადგურა ოპოზიცია, კონსტიტუციას სურვილისამებრ ცვლიდა და უკვე პრემიერ-მინისტრის სავარძლიდან, სამუდამოდ ფიქრობდა ხელისუფლების მართვას. უკიდურესი პროტესტის გრძნობა მქონდა. სადმე, რაიმე ფორმით უნდა დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. ქმარ-შვილის გარეშე ყოფნაც აღარ შემეძლო. ამასობაში, 2009 წელს, ჩემი ძმა გიორგიც გარდაიცვალა. იცით, რომ 1998 წელს უფროსი ძმა ლაშა საკუთარ ლოგინში მძინარე მოკლეს. სხვა გზა აღარ მქონდა და გადავწყვიტე, შვეიცარიის მთავრობისთვის პოლიტიკური თავშესაფარი მეთხოვა. ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რადგან საქართველოში მრჩებოდა დედა, რომელიც არასდროს მიატოვებდა მანდაურობას და არავინ იცოდა, კვლავ ვნახავდი თუ არა ცოცხალს.

თბილისში რომ ვიყავი, დედაჩემს გავანდე ჩემი გადაწყვეტილება. დიდსულოვნად მიიღო. 2011 წლის თებერვალში ბერნში მიგრაციის დეპარტამენტში მქონდა ერთადერთი ინტერვიუ და ორ კვირაში ფოსტით დადებითი პასუხი მომივიდა. შვეიცარიამ მაქსიმუმი გააკეთა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და დღემდე ასეა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის იმ ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელმაც შემიფარა და ფიზიკურად და მორალურად გადამარჩინა. საბედნიეროდ, დადგა 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი და 25-ში, დედაჩემის დაბადების დღეზე, უკვე თბილისში ვიყავი“, - განაცხადა შარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner