logo_geo
eng_logo
ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა
- +

5 ივლისი. 2016. 17:55


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა. 2016 წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესწრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა  და  ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.



ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა „Vanrik Agro Group", რომელმაც  ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია „საპარტნიორო ფონდი".



მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა  დელეგაციის  წარმომადგენლების  ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა.



დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის „Baqer Mohebi" წარმომადგნელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 



საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით არაბულ მხარესთან განხილულ იქნა  მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური  წყლის და საკვები პროდუქტების  გატანის შესაძლებლობები, რაც როგორც შედეგებიდან ჩანს, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner