logo_geo
eng_logo
6 ივლისს საქართველოს ჯონ კერი ეწვევა
- +

5 ივლისი. 2016. 17:56


ხვალ, 6 ივლისს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა. იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.  ჯონ კერი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.


გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.


როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოს ევროატლანტიკურო ინტეგრაციისა და ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების საკითხები.


ჯონ კერი თანათავმჯდომარეობას გაუწევს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის კომისიის სხდომას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner