ხვალ, 6 ივლისს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვევა. იგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. ჯონ კერი შეხვედრებს გამართავს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც.
გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საქართველოს ევროატლანტიკურო ინტეგრაციისა და ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების საკითხები.
ჯონ კერი თანათავმჯდომარეობას გაუწევს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის კომისიის სხდომას.