logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი ლოკდაუნის გახანგრძლივების საკითხს რეგიონების ხელმძღვანელებთან განიხილავს
- +

5 იანვარი. 2021. 13:51

 

 

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნის გახანგრძლივების საკითხს რეგიონების ხელმძღვანელებთან განიხილავს.

 

ამჟამინდელი ლოკდაუნის ვადა, რომელიც 16 დეკემბერს ამოქმედდა, 10 იანვარს იწურება. გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდსიტუაცია უკიდურესად რთულია.

 

„ამ ეტაპზე ასევე რთულია პანდემიის ზუსტი სურათის მოპოვება, რადგან უცნობია, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს სიტუაციაზე სადღესასწაულო მოგზაურობებმა და შეხვედრებმა“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner