logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: პუტინს დასავლეთისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, თუმცა დასავლეთის კოლონიალური დამოკიდებულება მიუღებელია
- +

5 იანვარი. 2021. 14:41

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს, თუმცა დასავლეთის კოლონიალური დამოკიდებულება მიუღებელია.

 

„ვლადიმერ პუტინს დასავლეთისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება ახლაც აქვს და სულელური იქნებოდა დასავლეთისადმი ცუდი დამოკიდებულების ქონა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთს ტექნოლოგიები აქვს, ხოლო რუსეთი კი ამ სფეროში დასავლეთს უამრავი პარამეტრით ჩამორჩება.

 

„დასავლეთი ფესვებია, განსაკუთრებით ევროპა და შეუძლებელია ეს არ გიყვარდეს, თუმცა კოლონიალური დამოკიდებულება უნდა გვძულდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner