logo_geo
eng_logo
„დასანანია, როცა ადამიანი სიმართლეს ეძებს და ისე მიდის ამქვეყნიდან, რომ სათქმელი ბოლომდე უთქმელი რჩება“
- +

5 ივლისი. 2016. 17:58


თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დასანანია, როცა ადამიანი სიმართლეს ეძებს და ისე მიდის ამქვეყნიდან, რომ სათქმელი ბოლომდე უთქმელი რჩება.



აქედან, ამ საჯარო სივრციდან დავემშვიდობები სულხან მოლაშვილს. ძალიან დამწყვიტა გული ამ ამბავმა. ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მუდამ დასანანია და მით უფრო, როცა ადამიანი სიმართლეს ეძებს და ისე მიდის ამქვეყნიდან, რომ სათქმელი ბოლომდე უთქმელი რჩება.

ვფიქრობდი ქაშუეთში მისვლას, დამშვიდობებას, მაგრამ ალბათ ასე ჯობია.

იქ ბევრი გულწრფელი ადამიანი ემშვიდობება ამ დღეებში სულხანს. ადამიანები, ვინც მასავით მიშას რეჟიმის მსხვერპლი იყო, ადამიანები, ვინც მაშინაც და დღესაც ვერ ეგუება უსამართლობას. თუმცა იმავდროულად ჩვენ ვახერხებთ ხოლმე, ყველაფერი ფარსად ვაქციოთ და ფსევდოტრაგიზმით შევიმოსოთ კამერების წინ.

მე სულხანი 2004 წლის 5 ივლისს ვნახე. ზუსტად 12 წლის წინ, დღევანდელ დღეს. იმ საშინელ საკანში, უმძიმეს მდგომარეობაში, ერთ-ერთმა პირველმა და მსოფლიოს ვამცნეთ ეს ამბავი.

მაშინ, დღეს კამერებთან მოტირალთა ერთ ნაწილს არ სჯეროდა, მეორე ნაწილს ეშინოდა, მესამეებს არ ედარდებოდათ.

დღეს ამ ფსევდოსპექტაკლს დგამენ...

მე კი აქედან ვემშვიდობები სულხან მოლაშვილს", - წერს თინათინ ხიდაშელი „facebook"-გვერდზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner