ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის საკითხი მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება გადაწყდეს.
„მინდა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდეს. თუ ვინმეს მოქმედი პრეზიდენტი არ მოსწონს, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. მხოლოდ არჩევნები“, - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსიდ პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ გამოაცხადა 2021 წელი ეროვნული ერთიანობის წლად.
„უბრალოდ მინდა დავადასტურო, რომ მე ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ ვინმესთვის რამე მეჩვენებინა. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ მე არ ვარ საკუთარი ხალხის და, პირველ რიგში, საკუთარი თავის მტერი“, - აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.