logo_geo
eng_logo
პუტინმა და მერკელმა კორონავირუსის ვაქცინის ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს
- +

5 იანვარი. 2021. 17:16

 

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„მხარეებმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივებზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა პროფილურ სტრუქტურებს შორის კონტაქტი გაგრძელდება“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner