logo_geo
eng_logo
მალიში ავიაიერიშის შედეგად საქორწინო ცერემონიის 20 მონაწილე გარდაიცვალა
- +

5 იანვარი. 2021. 17:19

 

მალიში, ქალაქ დუენცას მახლობლად ავიაიერიშის შედეგად საქორწინო ცერემონიის 20 მონაწილე გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

ავიაიერიში 4 იანვარს ამოუცნობმა თვითმფრინავმა განახორციელა. სავარაუდოდ, ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი სამხედრო მფრინავების შეცდომა გახდა.

 

მალიში სამხედრო ავიაცია ჰყავს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს, გაეროს მშვიდობისმყოფელებს (MINUSMA) და ფრანგ სამხედროებს, რომლებიც ქვეყანაში ოპერაცია „ბარხანს“ ატარებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner