-
+
5 იანვარი. 2021. 17:19
მალიში, ქალაქ დუენცას მახლობლად ავიაიერიშის შედეგად საქორწინო ცერემონიის 20 მონაწილე გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ავიაიერიში 4 იანვარს ამოუცნობმა თვითმფრინავმა განახორციელა. სავარაუდოდ, ტრაგიკული ინციდენტის მიზეზი სამხედრო მფრინავების შეცდომა გახდა.
მალიში სამხედრო ავიაცია ჰყავს ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებს, გაეროს მშვიდობისმყოფელებს (MINUSMA) და ფრანგ სამხედროებს, რომლებიც ქვეყანაში ოპერაცია „ბარხანს“ ატარებენ.