logo_geo
eng_logo
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში 2013 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე პირველად გაიზარდა
- +

5 იანვარი. 2021. 18:09

 

გერმანიაში  2013 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე პირველად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გერმანიის შრომის ბაზარს. 2020 წლის დეკემბერში გერმანიაში 2 707 000 უმუშევარი ადამიანი აღირიცხა. ეს მონაცემები შრომის ფედერალურმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

 

ქვეყანაში დეკემბრის თვეში, ნოემბერთან შედარებით, უმუშევართა რიცხვი 8 000-ით მეტი იყო, ხოლო 2019 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, გერმანიაში უმუშევართა რიცხვი 480 000-ით გაიზარდა.

 

ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ადამიანთა რაოდენობაც. 2020 წლის დეკემბერში ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა რაოდენობა 3 534 000 ადამიანი იყო, ხოლო გასულ წელს მათი რაოდენობა 363 000-ით ნაკლები იყო.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner