logo_geo
eng_logo
ჰადრუთისა და ჯაბრაილის რაიონში სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხრა ცხედარი იპოვეს
- +

5 იანვარი. 2021. 18:18

 

 

ჰადრუთისა და ჯაბრაილის რაიონში სამძებრო სამუშაოების შედეგად ცხრა ცხედარი აღმოაჩინეს. მათ შორის, ექვსი სამხედრო პირი, სამი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამ სამოქალაქო პირს შორის ორი ქალი, ხოლო ერთი მამაკაცია. ცხედრები ქალაქ ჰადრუთში იქნა ნაპოვნი.

 

კონფლიქტის ზონაში სულ 1 175 ცხედარია აღმოჩენილი. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დამატებითი სამძებრო სამუშაოები თალიშის, მატაგისის, ჰადრუთისა და ფიზულის მიმართულებით გრძელდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner