logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს: სანამ აქ ვიქნები, უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ
- +

5 ივლისი. 2016. 17:59


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასა და პედაგოგების შეხვედრაზე სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, სასკოლო ინვენტარს, ინფრასტრუტურას, ხელფასს.


 

„მე სანამ აქ ვიქნები, თქვენ უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ", - ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს.



დღევანდელ შეხვედრაზე პედაგოგებმა მინისტრს ათეულობით წერილი გადასცეს.



მინისტრმა პედაგოგებს უთხრა, რომ ყველაფერს კითხულობს, რასაც „ფეისბუქზე" და ელექტრონულ ფოსტაზე სწერენ, ამიტომ ურჩია, მისწერონ ელექტრონული წერილები.



დღეს პირველად გავიგე, რომ მინისტრიც ადამიანია", - აღნიშნა შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა.



ასევე, ერთ-ერთმა მასწავლებელმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმის გაცნობიერებისთვის, რომ პატივაყრილი და შეშინებული მასწავლებელი თავისუფალ მომავალს ვერ შექმნის.



განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს დღეს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner