logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: სულხან მოლაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვერპლი
- +

5 ივლისი. 2016. 18:08


„ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ სულხან მოლაშვილი იყო „ნაციონალური მოძრაობის" და მათი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი", - განუცხადა „რეპორტიორს" შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს. მიზეზებს შორის, რაც ამ საქმის გამოძიებას უშლის ხელს, ნარჩემაშვილმა პოლიტიკური ნების არქონა დაასახელა.


„რაც შეეხება მის წამებას, ამასთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ის ფალსიფიცირებული, შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმე, რომლის წინასწარი შეცნობით შეთითხვნაში ძალიან ბევრმა გამომძიებელმა და პროკურორმა მიიღო მონაწილეობა. ამ პროცესებში მონაწილეობდნენ არა მარტო ისინი, არამედ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, უმაღლესი პოლიტიკური პირის ჩათვლით.

 

საქმის გამოძიებას ხელს უშლის ბევრი მიზეზი. ვფიქრობ, სამართლებრივი არგუმენტაცია ნაკლებად აქვს ამ თემას, უფრო პოლიტიკური ნების არქონა არის. არ მგონია, ეს პოლიტიკური ნების არქონა იყოს სისტემური, შეიძლება, უბრალოდ მთელი რიგი საკითხები რაღაც მომენტში იქნა მიშვებული და ახლა ამის კომპენსირება რთულია. ვფიქრობ, თუ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე უნდა იქნას გამოძიებული, ასევე ცალსახად უნდა იქნას გამოძიებული სულხან მოლაშვილის საქმის ფალსიფიცირების და წამების საკითხი", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner