„რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აბსოლუტურად არ აღელვებს ქვეყნის ბედი, მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, „კვირის პალიტრას“ განუცხადა. მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაურბა:
„როდესაც ხალხი 2012 წელს ქუჩაში გამოვიდა და გრანდიოზულ აქციებში მიიღო მონაწილეობა, ეს იმჟამინდელი ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარეობდა. ახლაც ხელისუფლების ხელშია, მოახერხებს თუ არა, გაუმკლავდეს შექმნილ ვითარებას და კორექტულად და გააზრებულად მოიქცეს პანდემიის შემდეგ. პოსტპანდემიური ვითარება ასე სწრაფად არ გვექნება, მაგრამ ვითარების ლოკალიზება და მისი მართვა შესაძლებელია. ამაზე იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ერთია საპროტესტო აქციები და მეორეა რევოლუცია...
არ ვიცი, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რევოლუციის ხსენებაში რას გულისხმობენ, მაგრამ ეს ჩემთვის არის პროცესების ძალისმიერად წარმართვა, რაც ქვეყნის დანგრევად დაგვიჯდება.
ჩვენ ეს ხომ გავიარეთ! მაინც რამდენჯერ შეიძლება, ეს ქვეყანა დავანგრიოთ?! თითქმის ყველა მთავრობას ხელახლა უხდებოდა ქვეყნის შენება. ბოლოს და ბოლოს, ამ პატარა ერმა 30 წლის განმავლობაში გავიარეთ სამი თუ ოთხი ომი. დღესაც ლამის საომარ მდგომარეობაში ვართ... ეს განცხადებები, რომლებიც ახლა გვესმის რევოლუციასთან დაკავშირებით, ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს აბსოლუტურად არ აღელვებს ქვეყნის ბედი, მათთვის მთავარი ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა“, - განაცხადა არეშიძემ.