ისრაელში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რვა ათასამდე გაიზარდა.
კარანტინი ძალაში ხუთშაბათიდან შევა და სულ მცირე ორი კვირა შენარჩუნდება.
ქვეყნის მთავრობაის ინფორმაციით, ისრაელში უკვე ცირკულირებს ბრიტანეთში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შტამი, რომელიც სწრაფად ვრცელდება.