logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: დაინახა ევროპამ, რომ ოპოზიციას კარი კი არ ჩაუკეტეს, არამედ თვითონ არ შევიდა პარლამენტში
- +

6 იანვარი. 2021. 03:08

 

 

 

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირს, NATO-ს, აშშ-ს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ჩვენთან ხდება“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „კვირის პალისტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

 აშშ და ევროკავშირი ჩართული იყვნენ მოლაპარაკებაში, რომლის მაგიდა სწორედ ოპოზიციამ ააყირავა – ტერმინი ვისესხე კობახიძისგან... მე რომ თქვენ დაგაბრალოთ, უჟმურია და სტუმრებს ვერ იტანს-მეთქი, იმიტომ, რომ თქვენ კი დამპატიჟეთ, მაგრამ მე არ მოვედი, სამართლიანი იქნება ჩემი ბრალდება? ეს მოხდა ახლაც. დაინახა ევროპამ, რომ ოპოზიციას კარი კი არ ჩაუკეტეს, როგორც ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება, არამედ თვითონ არ შევიდა პარლამენტში. ერთპარტიულობა უნდა დააბრალო ხელისუფლებას მაშინ, როცა მას აქვს ერთპარტიულობისკენ მიდრეკილება, მაგრამ თუ ის კარს ხსნის, მობრძანდითო, ესენი კი მაინც არ შედიან, ხელისუფლებას რა დავაბრალოთ?“, - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner