logo_geo
eng_logo
მაიკ პენსმა დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ არჩევნების შედეგების შეცვლა არ შეუძლია
- +

6 იანვარი. 2021. 10:28

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა, რომ მას არ შეუძლია არჩევნების შედეგების შეცვლა. ინფორმაციას „სიენენი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს.

 

არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 6 იანვარს ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც 20 იანვარს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა დაგეგმილი.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/sieneni-maik-pensma-donald-tramps-informacia-miawoda-rom-archevnebis-shedegebis-shecvla-ar-sheudzlia/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner