logo_geo
eng_logo
NBC News: ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელი“ კელი ლეფლერი დაამარცხა
- +

6 იანვარი. 2021. 11:20

 

 

ტელეკომპანია NBC News-ის პროგნოზით, ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატების“ კანდიდატმა რაფაელ უორნოკმა „რესპუბლიკელი“ სენატორი, კელი ლეფლერი დაამარცხა.

 

ხმების ოფიციალური დათვლა ჯერ არ დასრულებულა. წინასწარი მონაცემებით, რაფაელ უორნოკმა ამომრჩეველთა ხმების 50.5% მიიღო, ხოლო კელი ლეფლერმა - 49.5%.

 

5 იანვარს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელიც განსაზღვრას, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე.

 

ჯორჯიის შტატში „რესპუბლიკურ პარტიას“ სენატორები დევიდ პერდიუ და კელი ლეფლერი წარმოადგენენ. მათ „დემოკრატი“ კანდიდატები, ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი უპირისპირდებიან.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სენატის არჩევნების პირველ ტურში სენატორმა კელი ლეფლერმა ამომრჩეველთა ხმების 25.9% მიიღო, ხოლო რაფაელ უორნოკმა - 32.9%.

 

„დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში, ორივე პარტიას სენატში თანაბარი რაოდენობის ადგილები ექნება, თუმცა „დემოკრატებს“ უპირატესობა ექნებათ, ვინაიდან აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურის შედეგად, „რესპუბლიკელების“ თუნდაც ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს, „რესპუბლიკელები“ სენატზე კონტროლს შეინარჩუნებენ.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180316/nbc-news-jorjiis-shtatshi-ashshis-senatis-archevnebis-meore-turshi-demokratma-rapael-uornokma-respublikeli-keli-lepleri-daamartskha

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner