logo_geo
eng_logo
ვენესუელას ორი პრეზიდენტი და ორი პარლამენტი ჰყავს
- +

6 იანვარი. 2021. 12:32

 

 

ვენესუელაში ახალმა ეროვნულმა ასამბლეამ ფიცი დადო. ალტერნატიულ პარლამენტში მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს სოციალისტური პარტიის წევრები არიან წარმოდგენილი.

 

ქვეყნის კიდევ ერთი, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული პრეზიდენტი ხუან გუაიდო კი ალტერნატიულ პარლამენტს კანონგარეშედ აცხადებს და მხოლოდ ძველი მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას ცნობს. პარლამენტი ვენესუელაში დღემდე ერთადერთი ორგანო იყო, რომელიც გუაიდოს მომხრეებით იყო დაკომპლექტებული და მადუროს კონტროლს არ ექვემდებარებოდა.

 

პოლიტიკური კრიზისი ვენესუელაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგებიც ოპოზიციამ არ აღიარა. 2019 წლის იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი უფლებამოსილება მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/msoflio/180315/venesuelas-ori-prezidenti-da-ori-parlamenti-hkavs

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner