ავტორი ალა გრიგალაშვილი
„სულხან მოლაშვილი არის სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი" , - ამის შესახებ „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სულხან მოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნის დროს განაცხადა.
„იგი სასტიკად აწამეს მაშინდელმა თანამდებობის პირებმა, მათგან არცერთი არ არის გასამართლებული. ყველა ადამიანი, ვინც მის წამებაში იღებდა მონაწილეობას, ცნობილია გამოძიებისთვის. სირცხვილია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში, დამნაშავე პირები არ დაუკავებიათ და არ გაუსამართლებიათ", - განაცხადა ბაღათურიამ.