logo_geo
eng_logo
სამეგრელოში ხანძრის ოთხი აქტიური კერაა
- +

6 იანვარი. 2021. 12:35

 

 

სამეგრელოს რეგიონში მესამე დღეა ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვის სალოკალიზაციო სამუშაოები 4 კერაზე მიმდინარეობს.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერებია ჯვარში სოფელ მუჟავაში, სოფელ სქურსა და ობუჯში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. აღნიშნულ ლოკაციები დაუსახლებელ პუნქტშია.

 

სოფელ მუჟავაში, რთული რელიეფის გამო, სახანძრო ტექნიკის კერებამდე მიყვანა ვერ ხერხდება. ადგილზე იმყოფება მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა და ინდივიდუალური აღჭურვილობების საშუალებით მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

 

ხანძარია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. ცეცხლი უკიდია ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს. რთული რელიეფის გამო ხანძრის ლოკაცია ტექნიკისთვის მიუვალია. ადგილზე მუშაობს მაშველთა ცოცხალი ძალა.

 

სამეგრელოს რეგიონში, ხანძრის შედეგად დამწვარია რამდენიმე ჰექტარი.

 

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/regioni/180323/samegreloshi-khandzris-otkhi-aqtiuri-keraa

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner