საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან 43 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში რამდენიმე ლოკაციაზე ხორციელდება მოსახლეობის გატესტვა. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს, მოსახლეობას საშუალება აქვს, ჩაიტარონ სწრაფი ტესტიც. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.
წყარო:
https://1tv.ge/news/koronavirusis-akhali-shemtkhvevebidan-43-guriashi-dafiqsirda/