logo_geo
eng_logo
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
- +

6 იანვარი. 2021. 12:49

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 119 შემთხვევა გამოვლინდა, 133 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 214-ს შეადგენს. მათივე ცნობით,  კლინიკა დატოვა  57- მა პაციენტმა.

 

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 20-ის მდგოამრეობა კრიტიკულია. კლინიკაში მკურნალობს – 363 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 269, ონლაინ კლინიკაში – 842.

 

სამინისტროს ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით სამი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

წყარო:

https://1tv.ge/news/acharashi-bolo-24-saatshi-koronavirusis-119-shemtkhveva-gamovlinda-133-pacienti-ki-gamojanmrtelda/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner