logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში, რკონის ხეობაში ტყის ქვედა საფარი იწვის
- +

6 იანვარი. 2021. 13:54

 

 

ხანძარია კასპის მუნიციპალიტეტშიც. რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი.

 

ადგილი მიუვალია. მოყინული და დაზიანებული გზის საფარის მიუხედავად, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ავტო-ტექნიკა.

 

ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველების ქვეითი ჯგუფები და 3 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტო-ტექნიკა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/regioni/180335/kaspis-munitsipalitetshi-rkonis-kheobashi-tkis-qveda-sapari-itsvis

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner