logo_geo
eng_logo
9 ივლისს ნიკა ჩოხელის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
- +

5 ივლისი. 2016. 18:12


9 ივლისს, 20:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი გოდერძი ჩოხელის ვაჟის ნიკა ჩოხელის დასახმარებლად.



ქართველი მწერლისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის უმცროსი ვაჟი - ნიკა ჩოხელი იანვარის თვეში მოყვა მძიმე ავტოავარიაში, რის შედეგადაც იგი საწოლს არის მიჯაჭვული. გამოჯანმრთელებისათვის ნიკას გადაუდებლად ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახს არ გააჩნია ნიკას მკურნალობისთვის საჭირო თანხა. საზოგადოების თანადგომით კი შესაძლებელია, 28 წლის ნიკამ კვლავ შესძლოს ფეხზე დადგომა.



ნიკას ესაჭიროება ჩვენი დახმარება!


ბილეთის ფასი: 20 ლარი


პროგრამა:

ანრი ჯოხაძე

ნუცა შაიშმელაშვილი,

ანსამბლი „ორერა'',

ანსამბლი „გორდელა",

ანსამბლი „ქართული ხმები",

თამრიკო ჭოხონელიძე,

ნუგზარ ერგემლიძე,

თემურ წიკლაური,

ზურაბ დოიჯაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner