სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ფაშინიანის პრესმდივნის, მანე გევორგიანის განცხადებით, მთავრობის მეთაური არც საშობაო ლიტურგიას დაესწრო. მისივე თქმით, ფაშინიანის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებითაა განპირობებული. ამასთანავე უცნობია, როგორია პრემიერის მდგომარეობა და აქვს თუ არა მას კორონავირუსი.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი 160 853 ადამიანს დაუდასტურდა, 146 576 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 890 კი გარდაიცვალა.
წყარო:
https://imedinews.ge/ge/covid19/180348/nikol-pashiniani-tvitizolatsiashi-gadavida