"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა განაცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია.
"შეხვედრა შედგება დღესვე და ამისთვის ბათუმიდან თბილისში მივდივარ. შეხვედრას დაესწრებიან პარტიის უფლებამოსილი პირები. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ შეიქმნა გაურკვევლობა. ამ გაურკვევლობაში სიცხადის შესატანად "რესპუბლიკელების" წინადადებით პრემიერი გვხვდება. შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ შეკითხვებზე, რომელიც დაგროვდა", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.