logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: დედა ღვთისმშობელი ამაღამ იესოს გაგვიჩენს და ვიცი, ყველასი იქნება, ყველა ვეყვარებით და ყველას შეგვიწყალებს!
- +

6 იანვარი. 2021. 20:29

 

დავბრუნდი, ვებრძოლე ცეცხლს, მოვარჯულე. კეცებს ვეჭიდავე, აბა, ცომი ისედაც თვინიერი იყო,  კვერცხი გაუჭრელი, მერე ბუხარში , როგორც ღამის ქალაქში ჩამოფრენილი მფრინავი თეფში, ისე იჯდა ქვის ორმაგი კეცი და ირგვლივ შემოხვეული ნაკვერჩხლები ელავდნენ დევის კბილებივით, ზედა და ქვედა წვით, რაის "ბოში" და "სიმენსი," ფირმა გურიაააააა! ...

და გამოვაბრძანე საშობაო ღვეძლები, სულით და გულით დაცხობილი, აბა, სხვას ვერაფერს ვჩადი, სახლიდან ფეხსაც ვერა ვდგამ, ფანჯარაზე სანთელსაც ავუნთებ - დედა ღვთისმშობელი ამაღამ იესოს გაგვიჩენს და ვიციიი, ყველასი იქნება, ყველა ვეყვარებით და ყველას  შეგვიწყალებს!!!

ჩვენს  გულებში იესოს დაბადებას -აამინ!!!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner