-
+
6 იანვარი. 2021. 20:50
ვაშინგტონში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არასდროს აღიარებს.
„არასდროს დავნებდებით, დამარცხებას არასდროს ვაღიარებთ. ეს არასდროს მოხდება. არ შეიძლება დამარცხება აღიარო მაშინ, როდესაც საუბარი არჩევნების მოპარვაზეა. ჩვენმა ქვეყანამ საკმარისი გადაიტანა. მეტს აღარ მოვითმენთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
https://imedinews.ge/ge/msoflio/180424/donald-trampi-arasdros-davnebdebit-damartskhebas-arasdros-vagiarebt