logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ისინი თავიანთი ცოდვების სამუდამოდ არიან მიჯაჭვულნი „ნაცმოძრაობის“ დედაბოძთან
- +

7 იანვარი. 2021. 02:10

 

„პორტირებული ნაცი ჩვეულებრივი ტროას „ცხენია“, საკუთარ სახლში ნებაყოფლობით შემოშვებული აგენტია, ჯაშუშია, რომელსაც ინფორმაციები მიაქვს თავისი ძველი პატრონებისთვის. ამას დაუმატეთ ე.წ. პლენში ჩარჩენილები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგა ნაცმოძრაობამ და რომლებიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ „პლენში“ ჩარჩნენ და დღემდე იქ არიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ ასავალ-დასავალში წერს.

 

„კრიზისული სიტუაციის დროს ყველანი ესენი პირველსავე დაძახებაზე იქ გადაბარგდებიან, საიდანაც გადმობარგდნენ.

– ჩემი ბოკერია ჩემთან? – გასცა ბრძანება სააკაშვილმა და ბოკერიაც მყისვე მიცუნცულდა.

სხვებიც ასევე მიცუნცულდებიან, რადგან ისინი თავიანთი ცოდვების სამუდამოდ არიან მიჯაჭვულნი ნაცმოძრაობის დედაბოძთან. როგორც ვთქვით, როგორც არ არსებობს ყოფილი კაგებეშნიკი, ასევე არ არსებობს ყოფილი ნაციონალი. მოკლედ, ბიკინიან-ბოკერია ყველა მიშას ბოკერია!“, - წერს ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner