logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ვიღაცას მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდა, ამიტომ შეგნებულად წყალს ამღვრევს
- +

6 იანვარი. 2021. 23:55

 

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„მგონია, რომ რესურსი არსებობს იმ მოცემულობაში, რომელშიც შეთანხმება შეიძლება, მაგრამ პირველივე დღიდან გამოიკვეთა განწყობების არსებობა და მოტივაციები, რომელიც შეიძლება მონაწილე მხარეებს ჰქონდეს. მე სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურ ძალასთან ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ მაქვს იმ თვალსაზრისით, რომ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს. ძალიან რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ დიდია გავლენა ისეთი მიდგომების, როდესაც ვიღაცას მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდა. ამიტომ შეგნებულად წყალს ამღვრევს არასწორად, უსაფუძვლოდ, მაგრამ ეს არის მისი ერთადერთი შანსი. ეს ცუდი რამ არის. მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ვერ ვიგულისხმებდი, მაგრამ ეს პარტიები ყველაზე მეტად შემჩნეულები არიან. შეიძლება იყვნენ სხვებიც. არის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი გარდა ერთსა - ან ხელისუფლება მთლიანად, ან არაფერი. არიან ძალები, რომლებიც გულწრფელად მოტყუებულები შეიძლება იყვნენ, ან არასწორი მოლოდინები ჰქონდათ. მთავარია, თუ განწყობა იარსებებს სიმართლე დაადგინონ და ამისთვის აღმოჩნდება გაბედული ხალხი, იტყვიან, რომ როდესაც დასაწყისში ვთქვი, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რეალურად არც არაფერი გაყალბებულა და ახლა ჩემი გადაწყვეტილება განსხვავებული იქნება, ეს არის ჩემი აზრით, საღი აზრი, რომელმაც ოპოზიციის მხრიდან უნდა გაიმარჯვოს. ვფიქრობ, ეს ყველაზე ლოგიკური იქნება ოპოზიციის მხრიდან. ვნახოთ, ვვარაუდობ, რომ ასეთი მაინც არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner