logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: პორტირებული ნაცი ჩვეულებრივი ტროას „ცხენია“
- +

7 იანვარი. 2021. 01:10

 

„პორტირებული ნაცი ჩვეულებრივი ტროას „ცხენია“, საკუთარ სახლში ნებაყოფლობით შემოშვებული აგენტია, ჯაშუშია, რომელსაც ინფორმაციები მიაქვს თავისი ძველი პატრონებისთვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„დადიოდა ხმები, რომ „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ ფარულად მჭიდრო თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმით უნდა დაგვირგვინებულიყო, რომ „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით „ევროპული საქართველო“ უნდა ქცეულიყო მთავარ ოპოზიციურ ძალად და ოპოზიციურ ველზე ნაცმოძრაობის ჰეგემონური მდგომაროება ამით უნდა დასრულებულიყო.

ვინ-ვინ და ბოკერიამაც, უგულავამაც და ბაქრაძემაც შესანიშნავად იციან, რომ მათი ყოფილი უფროსი მათ შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს და მათი მამხილებელი დოკუმენტები დასტა-დასტა აქვს დალაგებული და ტომებად აკინძული.

გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილს ადრეც რამდენჯერმე  აქვს ბოკერიასთვის ყვითელი ბარათი ნაჩვენები. ჯერ იყო და მიშამ ბოკერია უღმერთობასა და ეშმაკის მოციქულობაში დაადანაშაულა – მე ტრადიციების მიმდევარი კაცი ვარ, ქრისტიანი, მართლმადიდებელი, აგერ, ჯვარი მკიდია კისერზე... ჰოდა, ბოკერიამ ბევრჯერ სცადა, ეს მართლმადიდებელი ადამიანი სწორი გზიდან გადავეცდინე, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო.

პორტირებული ნაცი ჩვეულებრივი ტროას „ცხენია“, საკუთარ სახლში ნებაყოფლობით შემოშვებული აგენტია, ჯაშუშია, რომელსაც ინფორმაციები მიაქვს თავისი ძველი პატრონებისთვის. ამას დაუმატეთ ე.წ. პლენში ჩარჩენილები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგა ნაცმოძრაობამ და რომლებიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ „პლენში“ ჩარჩნენ და დღემდე იქ არიან“, - წერს ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner