აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა იყო
-
+
7 იანვარი. 2021. 00:57
აშშ-ის კონგრესის შენობაში, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, სროლა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მძიმედ დაჭრილია. სხვა დეტალები აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე უცნობია.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
წყარო :