logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა
- +

7 იანვარი. 2021. 01:39

 

„ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა“, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

მან მოუწოდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელევიზიით სიტყვით მიმართოს, დაიცვას კონსტიტუცია და მოითხოვოს ალყის დასრულება.

 

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ ის ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა.

 

https://1tv.ge/news/jo-baideni-chveni-demokratia-uprecedento-tavdaskhmis-samiznea/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner