logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ
- +

7 იანვარი. 2021. 02:25

 

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

 

„ვაშინგტონში შოკისმომგვრელ სცენებს ვხედავთ. ამ დემოკრატიული არჩევნების შედეგებს პატივისცემით უნდა მოეკიდონ“, - წერს   სტოლტენბერგი.

 

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი. მძიმედ დაჭრილია საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე. კაპიტოლიუმის შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია ეროვნული გვარდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner